воскресенье, 8 мая 2011 г.

სასწავლო პროექტი "ჯიბის ფული"

1.პროექტის სახელწოდება: "ჯიბის ფული"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):მოსწავლეებისათვის მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების დემონსტრირება. კვლევის პროცესში რიცხვითი გამოთვლების შესასრულებლად ისტ-ის გამოყენება.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეეჩვევიან ინფორმაციის მოძიება/დამუშავებას,კვლევის დაგეგმვასა და ჩატარებას. ასევე ისინი ისწავლიან ყოველდღიური ბიუჯეტის განსაზღვრასა და დაცვას.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის (ნაწილი, პროცენტი) პრაქტიკაში გამოენება. გამოთვალონ საკუთარი ყოველდიური ბიუჯეტი ერთი კვირის განმავლობაში.
გაარკვიონ საშუალო დღიური დანახარჯი. გამოუმუშავდეთ ისტ-თან მუშაობის უნარები.
5.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი. VI კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოხდება ცოდნის გაფართოება, როგორც მათემატიკური გამოთვლების, ასევე კვლევის პროცესში ისტ-ის გამოყენების კუთხით.შეეჩვევიან ფულის მიზნობრივად ხარჯვას.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: საწერი ფურცლები.კალამი, კომპიუტერი პიქტოგრამების,
გრაფიკებისა და ცხრილების ასაგებად,ფული
9.პროექტის მსვლელობა:პირველ რიგში მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს,მივცემ მითითებებს თუ როგორ უნდა დაიწყონ მუშაობა,განვუმარტავ რომ მათ მოახდინონ ყოველდღიური ჩანაწერები თუ რამდენს ხარჯავენ სხვადასხვა საჭიროებებისათვის:ტრანპორტში,საკვებში,სასკოლო ნივთებისა თუ სხვა.ისინი მუშაობენ დამოუკიდებლად.მათ უნდა მოახერხონ ერთი კვირის მანძილზე ყოველდღიური ჩანაწერებისა და გამოთვლების საფუძველზე საშუალო დღიური დანახარჯის დადგენა. არითმეტიკული გამოთვლებითა (ნაწილის,პროცენტის პოვნა) და კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით ჩემი და ისტ-ის პედაგოგის დახმარებით ისინი საბოლოოდ შეძლებენ დასახული პრობლემის გადაჭრას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნატო ბულუხაძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:cxrawyaro@gmail.com
13.proeqtis veb-gverdi/blogi:besonino.blogspot.com

1 комментарий: