пятница, 6 мая 2016 г.

ინტელის პროექტი

  ჩვენ და წილადები

რეფლექსია

პროექტებით სწავლება ვიცით, რომ მოსწავლეებს უნვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს.მოდული 1-ის მიხედვით გავიგეთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას სასწავლო პროცესში.მუშაობის დასაწყისში ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით შევქმენი საქაღალდეები ჩემს პორთფოლიოში ,გადავხედე რესურსს პორთფოლიოს ჩეკლისტი.ვნახეთ და განვიხილეთ პროექტის შექმნის შაბლონი და შევინახე პორთფოლიოს ქვესაქაღალდეში სასწავლო პროექტის გეგმა.გავეცანით და განვიხილეთ კურსის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვასთან დაკავშირებული  საკითხები. გავიგეთ ,რომ  აუცილებელია მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეული გამოკვლევა,ძირითადი იდეების გონივრული ორგანიზება, მიზანმიმართული,ავთენტური დავალებების მიცემა,მიმდინარე შეფასების რეგულარული წარმოება. გავიგეთ რომ შესაძლებელია პროექტზე დაფუძნებული სწავლის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირება,რომელიც შეიძლება იყოს რამდენიმედღიანი ან მოიცავდეს მთელ სასწავლო წელს. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებთ პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების,გამოძიების,დოკუმენტირების უნარებს. პროექტები  უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზანებს. ტრენინგზე მუშაობის პროცესში ვნახეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართში.გავეცანით სასწავლო პროექტების პორთფოლიოებს. გავიგეთ რომ პროექტებით სწავლების თემაზე სავალდებულოა პუბლიკაციების მომზადება- შევქმნათ რესურსები,რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის პროექტის განხორციელების მიზნებს. მუშაობისას გავეცანი გამოცემის მომზადების ჩეკლისტს,ვნახე ნიმუში. გავიგე,რომ გამოცემის მომზადებისას შესაძლებელია დამხმარე გზამკვლევის გამოყენება ტექნოლოგიური დავალებების შესასრულებლად,ამისათვის მომიწევს ტექსტური რედაქტორების გამოყენება და გამოცემის დაკაბადონება.            მაშასადამე,მოდულის განხილვისას გავიგე,რომ პროექტების დაგეგმვის ძირითადი ეტაპებია: კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება; მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება; შეფასების გეგმის შედგენა; აქტივობების შედგენა.

Комментариев нет:

Отправить комментарий